• +995 422 273225
  • info@gimnazia21.ge
  • ბათუმი, პუშკინის ქ., #160
  • ჩვენი გიმნაზიის შესახებ

    school

    გიმნაზიის ისტორია

    გიმნაზია ”21-ე საუკუნე” თავისი სტატუსი მიიღო 2000 წლის 27 ივლისს, #00033686 ლიცენზიით.

    გიმნაზიამ თავისი საქმიანობა 1999 წლის 6 სექტემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად იგი ფუნქციონირებდა ბათუმის სამხედრო სასაზღვრრო რაზმის ტერიტორიაზე, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობდა. 2005 წლიდან დღემდე გიმნაზია მდებარეობს პუშკინის #160-ში.

    დაარსების დღიდან გიმნაზიაში გაღრმავებულად ისწავლება ინგლისური ენა და ინფორმატიკა. პედაგოგიური კოლექტივი საქართველოს აღუზარდოს ინტელექტუალური მომავალი თაობა.

    გიმნაზია ”21-ე საუკუნე” თავისი მიმართულებით უნიკალური სასწავლო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ.

    გიმნაზიის მისია

    • აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე, სამართლიანი და ჯანსაღი თაობა. მოამზადოს აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოსწავლე, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროების გათვალისწინებით უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში.
    • ესგ-ზე დაყრდნობით შეასწავლოს მოსწავლეებს პროგრამით გათვალისწინებული საგნები, მოამზადოს მოსწავლეები წარმატებული მომავალი ცხოვრებისათვის. განსაკუთრებით განუვითაროს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა, მათ, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის.
    • აქტიურად იყოს ჩართული კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობაში, მხატვრულ- შემეცნებით ღონისძიებებში, სხვადასხვა კონკურსსა და კონფერენციაში, პროექტებსა და ექსკურსიებში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ცოდნის გაღრმავებას.
    • გიმნაზიის კურსთამთავრებულებმა უნდა შეძლონ თავისუფლად დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.
    • ოჯახური, თბილი ატმოსფერო
    • ინდივიდუალური მიდგომა
    • მოსწავლეებში დამოუკიდებლობის განვითარება
    • მისაღები საფასური
    • უსაფრთხო გარემო
    • მაღალკვალიფიცური მასწავლებლები

    FAQ

    მიღების შესახებ ინფორმაციის წასაკითხად დააჭირეთ აქ.

    ჩვენი პერსონალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოსწავლეების უსაფრთხოებას და მკაცრად მიჰყვება არსებულ რეგულაციებს.

    ჩვენს გიმნაზიაში ერთ კლასში მოსწავლეების რაოდენობა არ აღემატება 16 ადამიანს.