
გიმნაზიის ისტორია
გიმნაზია ”21-ე საუკუნე” თავისი სტატუსი მიიღო 2000 წლის 27 ივლისს, #00033686 ლიცენზიით.
გიმნაზიამ თავისი საქმიანობა 1999 წლის 6 სექტემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად იგი ფუნქციონირებდა ბათუმის სამხედრო სასაზღვრრო რაზმის ტერიტორიაზე, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარეობდა. 2005 წლიდან დღემდე გიმნაზია მდებარეობს პუშკინის #160-ში.
დაარსების დღიდან გიმნაზიაში გაღრმავებულად ისწავლება ინგლისური ენა და ინფორმატიკა. პედაგოგიური კოლექტივი საქართველოს აღუზარდოს ინტელექტუალური მომავალი თაობა.
გიმნაზია ”21-ე საუკუნე” თავისი მიმართულებით უნიკალური სასწავლო დაწესებულებაა, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ.
გიმნაზიის მისია
- მოამზადოს აქტიური და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე მოსწავლე, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროების გათვალისწინებით უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში.
- აღზარდოს დროის გამოწვევის შესაბამისი, ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნება.
- მოამზადოს მოსწავლეები წარმატებული მომავალი ცხოვრებისათვის, რათა გიმნაზიის კურსთამთავრებულებმა შეძლონ თავისუფლად დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.
- ოჯახური, თბილი ატმოსფერო
- ინდივიდუალური მიდგომა
- მოსწავლეებში დამოუკიდებლობის განვითარება
- მისაღები საფასური
- უსაფრთხო გარემო
- მაღალკვალიფიცური მასწავლებლები
გიმნაზიის შინაგანაწესი
FAQ
მიღების შესახებ ინფორმაციის წასაკითხად დააჭირეთ აქ.
ჩვენი პერსონალი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოსწავლეების უსაფრთხოებას და მკაცრად მიჰყვება არსებულ რეგულაციებს.