• +995 422 273225
  • info@gimnazia21.ge
  • 160, Pushkin St, Batumi 6015, Georgia
  • განცხადებები

    სკოლის ბენდის ჩამოყალიბება

    🎤მუსიკის მოყვარულებს ვიწვევთ სკოლის ბენდში! 🎹ვოკალი, გიტარა, კლავიშები, დასარტყამი ინსტრუმენტები. მსურველებს ველოდებით სკოლის ადმინისტრაციაში.

    უკრაინული ენის ფაკულტატივი

    პატივცემულო მეგობრებო! თუ უკრაინიდან ბათუმში ჩამოსულ ლტოლვილთა შორის არსებობენ უკრაინული ენის მასწავლებლები და ისინი არიან დაინტერესებული მუშაობით გიმნაზიაში “21-ე საუკუნე”-ში, გთხოვთ მოგვმართოთ ფოსტაზე: info@gimnazia21.ge. ჩვენს გიმნაზიაში ჩაირიცხა ბევრი ბავშვი უკრაინიდან, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინული ენის ფაკულტატივის ჩამოყალიბება. ფაკულტატივი შეუმსუბუქებს პატარებს დროებით დაკარგული სამშობლოს მონატრებას. ფაკულტატივის მასწავლებლის ხელფასი დაიფარება ჩვენი სახსრებით. წინასწარ გიხდით მადლობას!   […]

    უკრაინის ბავშვების დასახმარებლად!

    ძვირფასო მეგობრებო! გიმნაზია აცხადებს უკრაინის ბავშვების დასახმარებლად თანხის შეგროვებას. შენატანები ნებაყოფლობითი და ანონიმურია. გთხოვთ, მიიღოტ მონაწილეობა. ძალა ერთობაშია! არა ომს და აგრესიას!

    განცხადება!

    ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო! შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე 2022 წლის 02 თებერვლიდან – 08 თებერვლის ჩათვლით გიმნაზია “21-ე საუკუნე” გადადის სრულად ონლაინ სწავლების რეჟიმზე. თქვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება წარმოადგენს გიმნაზიის უდიდეს პრიორიტეტს!

    Covid უსაფრთხოება

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას: ყველა მოსწავლე 1-12 კლასის ჩათვლით სკოლაში უნდა გამოცხადდეს პირბადით სკოლა უზრუნველყოფილია დეზობარიერით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით, ტარდება თერმოსქრინინგი მშობელმა უნდა გაითვალისწინოს: სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში! გიმნაზია “21-ე საუკუნე” გისურვებთ ჯანმრთელობას!