მშობლების გამოხმაურება
სკოლაში სიარულს არაფერი შეედრება, მაგრამ არც ონლაინ სწავლებით არ ვარ უკმაყოფილო. ყველა გაკვეთილი გვიტარდება, გამოკითხვაც ყოველდღიური გვაქვს და კმაყოფილი ვარ.
მდგომარეობიდან გამომდინარე მოგვიწია ონლაინ რეჟიმზე გადასვლა. დასაწყისში არ ვიყავით შეგუებულნი და ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მივეჩვიეთ. ონლაინ სწავლება მოსახერხებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ იყო ყველაფერი მასწავლებლები მაინც ყველანაირად კარგად და გასაგებად უხსნიდნენ ყველა თემას. ონლაინ სწავლებასა და კლასებში ყოფნას ერთი განსხვავება ჰქონდა ჩვენი სკოლის დამსახურებით, უბრალოდ ახლოს არ ვიყავით ერთმანეთთან. მადლობა თითოეულ მასწავლებელს ასეთ რთულ დროს, რომ ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ბავშვებისთვის!
გიმნაზია 21 საუკუნე ერთი ძლიერი ოჯახია, სადაც მასწავლებელი ყოველთვის მზად არის მოუსმინოს და ამოუდგეს გვერდში მოსწავლეს.
ძვირფასო მეგობრებო სანამ სასწავლო პროცესის სკოლაში განახლებას მოგილოცავთ, მინდა მადლობა გადავუხადო ,გიმნაზია “21-საუკუნის” დირექციას, ყველა პედაგოგს, რომლებიც გვერდით გვედგნენ პანდემიის რთულ პერიოდში და ზრუნავდნენ ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე! გილოცავთ პედაგოგებო და ბავშვებო, გვიყვარხართ ძლიერ!