რეპორტაჟი გიმნაზიის ინიციატივაზე
რეპორტაჟი “რადიო აჭარა”-ზე გიმნაზიაში უკრაინული ენის ფაკულტატივის შექმნის შესახებ.
რეპორტაჟი “რადიო აჭარა”-ზე გიმნაზიაში უკრაინული ენის ფაკულტატივის შექმნის შესახებ.
მე-4ა და მე-4ბ კლასებში (კლასის დამრიგებლები: ა. სემენენკო, ნ. ტერზი-ანტონიანი) ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
გიმნაზიის 4ა კლასში (დამრიგებელი – მ. ჭანუყვაძე) ჩატარდა შეხვედრა გიმნაზიის პსიქოლოგთან თემაზე “არა ომს!”
“მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან” – ამ დევიზით ჩატარდა დღევანდელი დღე ჩვენს გიმნაზიაში. ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
პატივცემულო მეგობრებო! თუ უკრაინიდან ბათუმში ჩამოსულ ლტოლვილთა შორის არსებობენ უკრაინული ენის მასწავლებლები და ისინი არიან დაინტერესებული მუშაობით გიმნაზიაში “21-ე საუკუნე”-ში, გთხოვთ მოგვმართოთ ფოსტაზე: info@gimnazia21.ge. ჩვენს გიმნაზიაში ჩაირიცხა ბევრი ბავშვი უკრაინიდან, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინული ენის ფაკულტატივის ჩამოყალიბება. ფაკულტატივი შეუმსუბუქებს პატარებს დროებით დაკარგული სამშობლოს მონატრებას. ფაკულტატივის მასწავლებლის ხელფასი დაიფარება ჩვენი სახსრებით. წინასწარ გიხდით მადლობას! […]
გიმნაზიის მე-9ა კლასში ჩატარდა შეხვედრა პსიქოლოგთან. შეხვედრის თემა: სხეულის ენა — არავერბალური კომუნიკაცია.
ყურადღება! ძვირფასო გიმნაზიელებო, დაიწყო კონკურსი “საუკეთესო საგაზაფხულო ნამუშევარი”. ნაყოფიერად გაატარეთ საგაზაფხულო არდადეგები, დაისვენეთ და შექმენით თქვენს მიერ აღქმული გაზაფხული! ველოდებით ექსპონატებს!
გიმნაზიის ადმინისტრაცია გილოცავთ დედის დღეს!
გიმნაზიის მე-9 კლასის კომპლექსური სამუშაო საქართველოს ისტორიაში თემაზე”საქართველო-მეღვინეობის ქვეყანა”
ძვირფასო მეგობრებო! გიმნაზია აცხადებს უკრაინის ბავშვების დასახმარებლად თანხის შეგროვებას. შენატანები ნებაყოფლობითი და ანონიმურია. გთხოვთ, მიიღოტ მონაწილეობა. ძალა ერთობაშია! არა ომს და აგრესიას!