უკრაინული ენის ფაკულტატივი
პატივცემულო მეგობრებო! თუ უკრაინიდან ბათუმში ჩამოსულ ლტოლვილთა შორის არსებობენ უკრაინული ენის მასწავლებლები და ისინი არიან დაინტერესებული მუშაობით გიმნაზიაში “21-ე საუკუნე”-ში, გთხოვთ მოგვმართოთ ფოსტაზე: info@gimnazia21.ge. ჩვენს გიმნაზიაში ჩაირიცხა ბევრი ბავშვი უკრაინიდან, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინული ენის ფაკულტატივის ჩამოყალიბება. ფაკულტატივი შეუმსუბუქებს პატარებს დროებით დაკარგული სამშობლოს მონატრებას. ფაკულტატივის მასწავლებლის ხელფასი დაიფარება ჩვენი სახსრებით. წინასწარ გიხდით მადლობას! […]